Wednesday, February 15, 2012


...ერთი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩიენე,რომელიც ძალიან ნიჭიერია და ნამდვილ შედევრებს ქმნის ევროპის ქუჩებში.ესაა გერმანელი მხატვარი ედგარ მიულერი,მისი ხელოვნება ყველასაგან განსხვავებული და საინტერესოა,რადგან ხატავს სამგანზომილებიან ოპტიკურ ნახატებს შუა ქუჩაში.მას ოფიციალურად აქვს დართული ნება მოხატოს ევროპის ნებისმიერი ქუჩა.მხატვარი ქუჩაში მიმავალ ადამიანებს აცნობს კლასიკის შედევრებს ან აწყობს სტიქიური მოვლენების იმპროვიზირებულ ეფექტებს.ის თვითნასწავლი მხატვარია და სპეციალური განათლება არ მიუღია.დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებლად მუშაობდა და ეუფლებოდა მხატვრობის სხვადასხვა ტექნიკას.მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო გერმანიის ქუჩის მხატვრების კონკურსში და გაიმარჯვა,ხოლო 1998 წელს მას მიენიჭა საპატიო წოდება,რომელსაც მსოფლიოში ათიოდე მხატვარი ფლობს"maestro madonnari".მე პირადად გამაოცა მისმა ოსტატობამ

3 comments:

  1. რა ეფექტური გრაფიტია... ასეთი რამ თბილისსაც დაამშვენებდა.

    ReplyDelete
  2. ხო კარგი იქნებოდა...მაგრამ არ მგონია საქართველოში იყოს ვინმე მსგავსი მხატვარი,ევროპაშიც სულ რამდენიმე

    ReplyDelete
  3. საერთოდ მაგარია ქუჩის მხატვრობა,ძალიანნ მომწონს

    ReplyDelete