Wednesday, February 15, 2012

...ამბობენ,რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია
(გავრცელებული ფრაზაა),მაგრამ რეალურად ჩემი გარშემომყოფების უმრავლესობა ძალიან გავს ერთმანეთს:ერთნაირად აცვიათ,ერთნაირად აზროვნებენ და ლაპარაკობენ,ცხოვრება უფრო ადვილია თუ როცა ისეთი ხარ როგორიც ყველა.ზოგჯერ მეშინია მეც მათ არ დავემსგავსო და არ ვიქცე მასის ნაწილად რომელსაც დამოუკიდებელი აზროვნება არ გააჩნია(არ მგონია ეს მოხდეს,მაგრამ მაინც).თუმცა არიან ისეთებიც ვისაც განსხვავებულობა წითლად შეღებილი თმა პირსინგის ან ტატუს გაკეთება გონიათ,როცა მთავარი აზროვნებაა.დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც ჯერ ტანსაცმელს,ტელეფონს და მსგავს ნივთებს ხედავენ და აფასებენ და მერე თავად ადამიანს.მე უკვე შევეჩვიე იმას,რომ თუ მინდა არ ვიქცე იმ სტანდარტად,რომელიც აღვწერე,ყველასათვის მოსაწონ,ტიპიურ ადამიანად რომელიც ბრბოს ნაწილია ყოველთვის უნდა დავიცვა ჩემი აზრი და არ შემეშინდეს სხვებთან დაპირისპირების.თქვენც იგივეს გირჩევთ                                                              

No comments:

Post a Comment